სპა და ველნესი

მომაჯადოებელ გარემოში მდებარე ლოპოტას ტყის სპა იდეალური საშუალებაა განტვირთვისა და ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან დასვენებისათვის. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის სპეციალურად მოწვეული პროფესიონალთა გუნდი ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყის სპა

ესტუმრეთ მომაჯადოებელ გარემოში მდებარე ლოპოტა ტყის სპას, სადაც თქვენ გელოდებათ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები და იდეალური გარემო განტვირთვისთვის. გაანებივრეთ საკუთარი თავი სარელაქსაციო, ან სამკურნალო მასაჟებით, ვინოთერაპიით და სახის პროცედურებით.

დეტოქსი

ლოპოტა დეტოქსის პროგრამა აერთიანებს უნიკალურ პროცედურებსა და კვების სპეციალურ რაციონს, რაც უმოკლეს დროში მთლიანად გარდაქმნის თქვენს ორგანიზმს. ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და სხეულისა და კანის სრულ გაახალგაზრდავებაში.

რუსული აბანო

აირჩიეთ ყველაზე მარტივი საშუალება სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. ეწვიეთ ტრადიციულ აბანოს იმუნიტეტის გაჯანსაღებისთვის, წონაში კლებისთვის და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნისათვის. სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის, ხშირად მუხის, ან ეკვალიპტის დაწნული ცოცხები გამოიყენება.

იოგა

იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად. დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით და იზრუნეთ სულიერ წონასწორობაზე.

დახურული აუზი

კამკამა აუზში ცურვისას თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი, რაც აღმატებულ განწობას შეგიქმნით.

ღია აუზი

რა უნდა იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე ბუნების წიაღში ცურვით მიღებული სიამოვნება? კამკამა აუზში ცურვისას თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ხედი, რაც აღმატებულ განწობას შეგიქმნით.

ფიტნესი

ივარჯიშეთ ფიტნესცენტრში, შემდეგ კი მოიხსენით დაძაბულობა ჩვენს სარელაქსაციო ზონაში.