ბარი და რესტორანი

ლოპოტა სპა რეზორტზე გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებულია.  თქვენს განკარგულებაშია რესტორანი, სადაც კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგხვდებათ. უგემრიელესი კოქტეილების დაგემოვნება კი სასტუმროს ლაუნჯ ბარში შეგიძლიათ.

ღვინის დარბაზი

ლოპოტა სპა რეზორტზე ყოველი დღე დღესასწაულია. განსაკუთრებულ დღეებს კი გამორჩეული არომატისა და გემოს მქონე ღვინო უხდება. ღვინის დარბაზში თქვენ გელოდებათ სხვადასხვა დაძველების, მწარმოებლისა და ჯიშის თქვენთვის სპეციალურად შერჩეული ღვინის კრებული.

კახური კუთხე

სპეციალურად გურმანებისთვის ჩვენ შევქმენით ქართული სამზარეულოს კუთხე, სადაც შეგიძლიათ ტრადიციული კერძების დაგემოვნება. ისიანოვნეთ ახალგამომცხვარი ცხელ-ცხელი შოთებითა და მადისაღმძვრელი მწვადებით თქვენს ძვირფას ადამიანებთან ერთად.

All Day Dining Restaurant

ქართულ სამზარეულოსთან ერთად ლოპოტა სპა რეზორტი შვედური კერძების მრავალფეროვან არჩევანსაც გთავაზობთ. ეწვიეთ შვედურ კუთხეს საუზმის, ლანჩის ან სადილის დროს და დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები.

ლოპოტას ბარი

ლოპოტას ბარი იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. აქ თქვენ დაგხვდებათ ალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანი და კომფორტული გარემო. მოწყდით ყოველდღიურ ფუსფუსს და შეიქმენით პოზიტიური განწყობა

ლაუნჯ ბარი

სასტუმროში ორი ლაუნჯ ბარი ფუნქციონირებს. თუ გსურთ დატკბეთ ულამაზესი ხედებით და ასევე, დააგემოვნოთ ყველაზე ეგტოზიკური კოქტეილები, ლოპოტა ლაუნჯ ბარი თქვენს სტუმრობას ელის.