საკონფერენციოები

საკონფერენციო

ლოპოტა სპა რეზორტის დარბაზები იდეალურია კონფერენციების, ტრენინგებისა და სხვა ბიზნეს ღონისძიებების მოსაწყობად. თქვენს განკარგულებაშია 4 საკონფერენციო დარბაზი, სადაც წარმატებული ბიზნეს შეხვედრების მოწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ღონისძიებები

დაგეგმეთ ღონისძიებები ლოპოტა სპა რეზორტზე. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ საქორწილო ცერემონიების, დაბადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მომენტების დიდ დღესასწაულად გადაქცევაში. თქვენს განკარგულებაშია ელეგანტური დარბაზი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

ლოპოტა პირსი

ლოპოტას ტბის პირსი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მშვიდ გარემოს ეძებს. დატვირთული დღის ბოლოს დატკბით ტბისა და მთების შთამბეჭდავი ხედებით.

პიკნიკის ზონა

ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილია ყველაზე მყუდრო ადგილი პიკნიკისთვის. გაატარეთ დრო სასიამოვნოდ მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად.